ლაბრადორ რეტრივერი (იგივე ლაბრადორი) — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლისჯიშია. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. ასევე, ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. იგი ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად.
Saturday, June 13, 2015
ციმბირული ჰასკი გამოყვანილი ჯიშია ერთ–ერთი უძველესი ძაღლის ჯიშისგან, როგორც სარბოლო ძაღლი.
ამ ჯიშის ძაღლების აღწერა გვამცნობს, რომ ისინი პირველად გაჩნდნენ ჩუქჩებთან. იყო დრო, როდესაც მათ ესაჭიროებოდათ სანადირო ტერიტორიების გაფართოება, ამისათვის კი ჭირდებოდათ ძაღლები, რომელთაც სწრაფად შეეძლოთ თოვლზე და დიდ მანძილზე სწრაფად გადაადგილება და ამავდროულად ტვირთვის ტარება. რათა ადვილი ყოფილიყო სანადირო ადგილსა და მოსახლეობას შორის კავშირი. ეს ძაღლები პატარები კი იყვნენ, მაგრამ ჩუქჩები კომპენსირებას ახდენდნენ რაოდენობით, აბამდნენ რა მარხილში 15–17 ძაღლს. ჩუქჩებს ძაღლები საცხოვრებლებში ან იქვე ახლოს ყავდათ ამიტომ ისინი ადამიანების მიმართ სავსებით უაგრესიოები იყვნენ და ბავშვებიც ძაან უყვარდათ.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ჩატარდა საბჭოთა იმპერიის მიერ ჩრდილოეთის ჯიშის ძაღლების აღწერა, რეესტრიდან ამოგდებული იქნა ციმბირული ჰასკი, იმ მიზეზით რომ ის ტანად პატარა იყო და მარტოს არ შეეძლო ტვირთების გადატანა. ამ და სხვა ზოგიერთმა ორგანიზაციულმა გადაწყვეტილებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ უკვე ორმოციან წლებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამ ჯიშის ძაღლი ფაქტიურად აღარ არსებობდა, გაითქვიფა რა ადგილობრივი ჯიშის ლაიკებში. ჯიში შენარჩუნებული იქნა მხოლოდ აშშ–ში, ალიასკაზე, იმის წყალობით რომ იქ 1908 წლიდან ტარდებოდა და დღესაც ტარდება ძაღლების ყოველწლიური შეჯიბრი. ამ ჯიშის ძაღლები ფლობდნენ განსაკუთრებულ თვისებებს მსგავს პირობებში სირბილისათვის და ამიტომაც ამ შეჯიბრებაზე მუდამ იმყოფებოდნენ.
ტერმინი ჰასკი თავდაპირველად წარმოიშვა სიტყვა ესკიმოსის დასაწყისიდან ( „ესკი“). შემდეგ როდესაც, ისინი პირველად ჩაიყვანეს ჩრდილოეთ ამერიკაში, მათ შეარქვეს ციმბირული ჰასკი, რათა გაერჩიათ ადგილობრივი ესკიმოსების ჰასკებისგან.
ნაგაზი — მთის მეცხვარული ძაღლის ქართული ენდემური სახეობა. სულხან-საბა ორბელიანისგანმარტებით ნაგაზი „თართისა“ (დიდი მიდამოს მცველი ძაღლი), და „მწევრის“ (სწრაფი და გვარიანი ძაღლი) შეჯვარებით მიიღება. საბა იქვე აკონკრეტებს, რომ ნაგაზი შესაძლოა შინ გაზრდილი მგლისადა თართის, ან მგლისა და მწევრის შეჯვარებითაც იქნას მიღებული და ამგვარად შობილი ნაგაზი, მისი თქმით, უმჯობესია[1].
ნაგაზის (ზოგჯერ ზოგადად ძაღლის) გავრცელებული სინონიმებია „ცუგა“, „ცუგო“ და (თუშური) „ტუგა“, „ტუგო“. უნდა საგანგებოდ აღინიშნოს, რომ ისტორიულად საქართველოს მთიანეთში ხალასსისხლიანი ნაგაზი ერთად-ერთი და არსებითად გაბატონებული ძაღლის ჯიში იყო - რამდენადაც საკვების სიმცირის პირობებში უჯიშო ძაღლის შენახვა გამართლებული არ იყო (განსხვავებით მცირერიცხვოვანი „ბაშკიებისაგან“, უჯიშო, მოხეტიალე ძაღლებისაგან, რომლებიც ადრე თუ გვიან მგლების წერა ხდებოდნენ). „ქოფაკი“ თურქულად ძაღლს ნიშნავს (ქართულად უმეტესად ავ ძაღლს) და ზოგჯერ გამოიყენება სამხრეთ საქართველოში „ნაგაზის“ ნაცვლად.
შარპეი — მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. მისი სახელი მისი ჯაგრისებური ბეწვისგან წარმოსდგება, შარპეი ჩინურად ზვიგენის კანს და ზუმფარას ქაღალდს ნიშნავს. ის ძალიან მშვიდი და საყვარელი ძაღლია და ერთი შეხედვით თითქოს არ იმსახურებს თავის მეორე სახელს – ჩინურ საბრძოლო ძაღლს. თუმცა ამ ძაღლმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ძაღლების ორთაბრძოლაში თავისი მოფლაშული, დანაოჭებული ტყავის წყალობით, რომელსაც მეტოქე კბილს ვერ ავლებდა.
შარპეის აღმოსავლელი წინაპრები, როგორც ჩანს, ძვ. წ. 206 და ახ.წ. 220 წლების შორის პერიოდიდან მოდიან. ასეთი ძაღლები ჩინეთის ჰანის დინასტიის ხელოვნების ნიმუშებზეა გამოსახული. ზოგი ვარაუდობს,რომ ამ ჯიშის წინაპარი უფრო მოზრდილი, ახლა უკვე გადაშენებული, ძაღლია, რომელიც ტიბეტსა და ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში დაახლ. 2000 წლის წინ ბინადრობდა. ზოგის აზრით კი ის ჩინეთის სამხრეთ პროვინციის ძაღლებს ენათესავება. 1947 წელს ძაღლზე გადასახადი ჩინეთში ისე გაიზარდა, რომ ბევრ მეპატრონეს გაუჭირდა შარპეის შენახვა და ამ ძაღლის რიცხვმა საგრძნობლად იკლო. 1970-იან წლებში გაჭირვებაში ჩავარდნილ შარპეის ამერიკელი სელექციონერები დაეხმარნენ. 1981 წლიდან შარპეი დიდ ბრიტანეთშიც გავრცელდა.
შარპეისთან ყოფნა სახალისოა – ყოველთვის კარგად იქცევა და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.
Subscribe to:
Posts (Atom)